გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციაზე: ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე

19-10-2020


მარტო ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, პოლიტიკურმა ოპონენტებმა - ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია - მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას და რეგულაციების დაცვას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ელემენტარული მოთხოვნაა, რომ აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე, ან სთხოვო ადამიანებს დისტანცია დაიცვან.

„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ იმისთვის, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა მარტო ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა ოპონენტებმა - ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია - მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის დიდი მოთხოვნები, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის, ან ელემენტარულად, სთხოვო ადამიანებს დაიცვან დისტანცია, მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ვირუსის გავრცელების ყველაზე მძიმე ეპიცენტრი. ეს, უბრალოდ, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, მავნებლობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930