გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, ბარათი კი დაიბლოკება

17-04-2018

თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25 ცვლილებები შევიდა, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. ცვლილება განაპირობა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა.

შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930