გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა არჩილ ტატუნაშილის საქმეზე ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური იყოს

17-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი ექსპერტიზა ჩატარდეს.

ამის შესახებ გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ტრაგიკულ საქმესთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ მომენტისთვის, რომ გიპასუხოთ კონკრეტულ შეკითხვაზე, რაც შეეხება ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ექსპერტიზა ჩავატაროთ, მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“ - განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930