21-10-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული ოთხდღიანი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.
ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30 კაციანი ჯგუფი რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს შევიდა.
რთული რელიეფის მიუხედავად, კერებთან მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო.
ხანძრის კერებთან სულ მუშაობდა 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |