გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მარტი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი იყო და ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია

21-10-2020

საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია.

„საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდგომ ჩვენ მოგვიწია წლების განმავლობაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ არის საუბარი, სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31