გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე ქალაქ ონში მოსახლეობას შეხვდა

21-10-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ქალაქ ონში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონი რეგიონის ისტორიული მხარეა, მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით.

"სწორედ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებას ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესი, სოფლების ინტენსიური გაზიფიცირება, საგზაო, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ინტერნეტიზაციის პროცესი.მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება."-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728