30-10-2020
„იშვიათია ისეთი შემცირება ვირუსით დაინფიცირების რისკისა, როგორც ეს მოახერხა ცესკომ. დეტალურად ვართ საქმის კურსში, რა ნაბიჯები გადაიდგა, რომ კოვიდის19-ის გადადების რისკი პრაქტიკულად არ არსებობდეს“, -განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ერთი ამომრჩევლის დაყოვნების დრო არის ძალიან ცოტა.
„ხელოვნურად რიგების შექმნის მცდელობასაც ექნება ადგილი სავარაუდოდ, ამას არ უნდა შევუშინდეთ. თუ სადმე ასეთი დაფიქსირდება, ჩემი თხოვნაა შეაფასოთ, მიხვდეთ, რომ ეს შეიძლება განზრახ ხდებოდეს. ეს ეჭვი შემთხვევითი არაა. ნუ დავიზარებთ 15-20 წუთი ზედმეტად რიგში დგომას. გარეთ, რაც მთავარია, დავიცვათ დისტანცია. არ დაბრუნდეთ შინ, რათა ამით არ ისარგებლოს მავნებელმა პოლიტიკურმა ძალებმა. შიგნით კი დაყოვნების დრო იმდენად ცოტაა, პირბადის გარეშეც რომ შედიოდე, რისკი იქაც კი მინიმალურია, მაგრამ პირბადით და ყველა წესის დაცვით, პრაქტიკულად, გამორიცხულია ვირუსის გადადება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.