31-10-2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროიშტვის არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება.
ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.
საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა - შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.
აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ.
ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ხმა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის იმიტო, რომ ზოგ შემთხვევაში სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ" - განაცხადა კობახიძემ.