გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი Twitter-ზე წერს: შეძრწუნებული ვარ ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო

3-11-2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შეძრწუნებული ვარ ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“- აღნიშნავს მინიტრი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.

„ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხეს და საქართველო მზად არის შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად,“ - ნათქვამია მიმართვაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728