გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ

5-11-2020

ქართველი პარასპორტსმენები, ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდნენ.

ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (IWAS) გასული წლის შედეგებით 18 პარამოფარიკავე გამოარჩია.

ირმა ხეცურიანი ბ კატეგორიის ხმლით მოფარიკავე ქალთა შორის 165 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

ნინა თიბილაშვილი კი 80 ქულით 23 წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად აღიარეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728