6-11-2020
სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და ქვეყანაში შემავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიმართ კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, საფოსტო გზავნილის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (საერთო წონით: 137 გრამი, 217 აბი და 10 ფირფიტა ) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.