გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში 24%-ით გაიზარდა

12-11-2020

2020 წლის III კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 15.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სარეკლამო შემოსავლების ძირითადი 87% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6% სპონსორობა და პროდუქტის განთავსებაზე მოდის.

III კვარტალში ყველაზე მეტი 6.1 მლნ ლარის შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. 2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“. ტელეკომპანია პირველის სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა. ასევე 1.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა“, რომლის შემოსავალი წინა წლის III კვარტალში 0.02 მლნ იყო. 0.6 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდა „ჯი-დი-ეს თი-ვის“, 0.5 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო ტელეკომპანია „ფორმულამ“, ხოლო 0.4-0.4 მლნ ლარის შემოსავალი დაუფიქსირდათ „პოსტვს“ და „სილქნეტს“. 14%-ითაა შემცირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.32 მლნ ლარიდან 0.28 მლნ ლარი გახდა. რაც შეეხება სხვა სატელევიზიო მაუწყებლებს მათი ჯამური სარეკლამო შემოსავალი 1.8 მლნ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ პროგნოზი კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის პირველ კვარტალში გააკეთა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ და მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდებთან შედარებით ჯამური კლება 7%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო ბაზარი წელს ფასიან პოლიტიკურ რეკლამებსაც მოიცავს, კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით პოლიტიკური რეკლამისგან მიღებული შემოსავლები კომერციული სექტორის აქტივობების კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930