გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

16-11-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

14 ნოემბერს ,,წითელი ჯვრის’’ ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ,,წითელი ჯვრისგან’’ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს.

ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე"- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930