გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

18-11-2020

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით.

თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ორივე ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930