გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

18-11-2020

საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სპეციალური საჩვენებელი სწავლებით აღნიშნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც სამხედრო მზვერავებს პროფესიული დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ მიულოცა, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები კი, საპატიო სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

სამხედრო მზვერავებმა პროფესიულ დღეს ხელჩართული ბრძოლისა და ტემაშივარის (მტვრევის ხელოვნება) ელემენტებიც წარმოადგინეს, საქართველოს დროშა კი, „ხორუმის“ შესრულებისას აღმართეს.

იუბილესთან დაკავშირებით მე-2 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლება - რეიდის ოპერაცია წარმოადგინა. სცენარის მიხედვით, დაზვერვის ასეულის დავალება დივერსიული ჯგუფის განადგურება იყო, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის მოწყობა წარმოადგენდა. პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და იზოლირების შემდეგ, მზვერავები მის გასანადგურებლად შენობაში შევიდნენ და მოწინააღმდეგე გაანეიტრალეს.

სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930