გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ დუნდუა: „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა

19-11-2020

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს აქვს ისტორიული მაქსიმუმი, რაც მნიშნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „გლობალური კეთილდღეობის ინდექსის“ კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგის შეფასებისას.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

„ყველაზე სასიხარულოა, რომ ანგარიშში საქართველოს დაეთმო სპეციალური თავი, სადაც ჩვენი ქვეყანა დასახელდა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური განვითარების ყველაზე თვალსაჩინო, დამაჯერებელ მაგალითად. აქ განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ინვესტორთა დაცულობა, საგადასახადო რეფორმა, რაც ჩვენი ფისკალური პოლიტიკის წარმატებაზე მიუთითებს. ანგარიში ცალსახად პოზიტიურია და მასში საქართველო გამორჩეულია როგორც ქვეყანა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი გააკეთა, რათა განვითარების სწორ გზაზე დამდგარიყო, რაც გულისხმობს ქვეყნის მიზანს მიაღწიოს სიღარიბიდან კეთილდღეობამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930