20-04-2018
გუშინ, ვარკეთილში 35 წლამდე მამაკაცმა სადარბაზოში თავი ჩამოიხჩო.
ერთ-ერთი ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილი ტელეფონით ცოლს ეკამათა შემდეგ კი თავი მოიკლა.
„ცოლს უთხრა, 10 წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებაო?- აქ ახლობელთან იყო, სვავდნენ მერე გარეთ გამოვიდა და ცოტა ხანში ეს საშინელება ჩაიდინა" - აღნიშნა ახლობელმა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.