23-11-2020
მუხათგვერდის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით,მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. კერძოდ, N84 ავტობუსი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის გავლითგადაადგილდება, ხოლო შემდგომ, სვლას დადგენილი მარშრუტითგანაგრძობს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით იმოძრავებს.