გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრამ მიგვიყვანა საქართველოსთვის არაბუნებრივ ციფრებამდე

26-11-2020

როგორ ფიქრობთ, ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია?! ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, მაღალმა მობილობამ და წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრამ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აგვისტომდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აგვისტომდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. დღეს რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის იმ გამოცდილებით როგორც ჩვენ ეპიდემიის დასაწყისი სექტემბრამდე ვმართეთ და ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არაბუნებრივი გავრცელებაა. ამიტომ გვიწევს ამ ორთვიანი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება. როგორ ფიქრობთ, ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია?! ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, მაღალმა მობილობამ და წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრამ. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ის რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ ამის მიზეზიც არის, პოლიტიკური პროცესის მიზეზიც არის, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მაღალ მობილობას ითვალისწინებს. ეს არის ის, რამაც დღეს მიგვიყვანა საქართველოსთვის, ქვეყნისთვის არაბუნებრივ ციფრებამდე. ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და მთავრობას დღეს დღეში 3 000- 4 000 ინფიცირებულის მართვის რესურსი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, სამედიცინო სექტორი მათი რესურსით გასათვალისწინებელია, ყველა ქვეყანას გაუჭირდება. ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ვაზღვევთ შემდგომ სწრაფ ზრდას ინფიცირების რაოდენობისა. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს მოიტანა იმ აქციებმა. ამ აქციებმა გააჩინა რისკი, რომ სამი და ოთხი ათასიდან სწრაფად ავვარდეთ, არ მინდა დავასახელო ციფრები,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930