გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა ხელი

27-11-2020

ქალაქ ვენაში განლაგებული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ხელი მოაწერეს 10,2 მილიონი ევროს ღირებულების ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას (Country Programme Framework (CPF) between the Government of Georgia and the International Atomic Energy Agency (IAEA)).

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით მიმართა ხელმოწერის ცერემონიალის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა აესს-სა და საქართველოს შორის ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სააგენტოს, წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, რომელიც მოიცავდა აშშ-სა და ნორვეგიის მთავრობების დაფინანსებით, სააგენტოს მიერ საქართველოსთვის RT-PCR დანადგარების გადაცემას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930