გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1- 28 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

30-11-2020

მიმდინარე წლის 1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.


N ადგილი თარიღი მისამართი დრო
1 ლანჩხუთი 01.12.2020 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 გურჯაანი 02.12.2020 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
3 ტყიბული 02.12.2020 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
4 ყვარელი 03.12.2020 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
5 ლენტეხი 03.12.2020 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
6 ახმეტა 04.12.2020 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N 49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
7 ხონი 04.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
8 მესტია 07.12.2020 სეტის ქ.N 1 10:00-17:00
9 დმანისი 07.12.2020 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
10 თეთრიწყარო 08.12.2020 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
11 ცაგერი 09.12.2020 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
12 მარტყოფი 09.12.2020 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
13 დუშეთი 10.12.2020 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
14 ყაზბეგი 11.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
15 ადიგენი 14.12.2020 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
16 ვანი 14.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 ასპინძა 15.12.2020 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
18 ბაღდათი 15.12.2020 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
19 ნინოწმინდა 16.12.2020 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
20 ონი 17.12.2020 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
21 კასპი 21.12.2020 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
22 აბაშა 21.12.2020 ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ 10:00-17:00
23 ქარელი 22.12.2020 თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
24 მარტვილი 23.12.2020 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
25 საჩხერე 23.12.2020 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
26 ყაზბეგი 25.12.2020 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
27 მესტია 28.12.2020 სეტის ქ.N 1 10:00-17:00

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930