გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ემზარ კვიციანი: მერაბიშვილის აგენტობაში მაშინ დავრწმუნდი, როცა 2007 წელს კოდორში ავიდა და რუს ოფიცრებთან შეხვედრა გამართა

14-12-2020

პარლამენტის ყოფილი წევრის, კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი რუსეთის აგენტი იყო და ის ამაში კონკრეტული ფაქტით დარწმუნდა:


"მერაბიშვილის რუსეთის სპეცსამსახურებთან  კავშირებზე ხშირად ვსაუბრობდი, თუმცა მაშინ ეს არავის სჯეროდა. ახლა კი ამაზე უკვე თავად "ნაციონალებიც" ალაპარაკდნენ. მერაბიშვილის აგენტობაში მე 2007 წელს დავრწმუნდი... 2007 წელს მერაბიშვილი მოულოდნელად ავიდა ხეობაში, სადაც რუს ოფიცრებს შეხვდა. როგორც ვიცი, ტყეში იქეფეს კიდეც და როცა დაიშალნენ, იმ ადგილს, სადაც ქეიფობდნენ, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს, ვითომ მერაბიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი იყო. 


თუმცა, რაღა გამოძიებაა საჭირო, როცა იარაღის გასროლის გარეშე დაუთმეს კოდორი რუსებს, თავისი ნატო-ს ტექნიკიანად. ეს იყო არნახული, ღია და დაუფარავი ღალატი" - განუცხადა კვიციანმა გაზე "ახალი თაობის" კორესპონდენტს.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930