გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14-12-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა იმერეთის, ზემო ბენდელიანის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სვირის, ჯავის, ლისაშვილის, კურსების, დომენტი ჟღენტის, ლაითურის, მაჩხაანის, სამსონ ფირცხალავას, ზეკარის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, ავიაქიმიის, გეგუთის, სამღერეთის, ასურეთის, წერონისის, ლუბოვსკის, კიშინიოვის, ბუგეულის, ახტალის და დარკვეთის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი ტაბახმელის და შინდისის მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლის, შავნაბადას, ყიფშიძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მუხაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი სოფელი წავკისის, აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ქუთაისის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლები.

"თელასის" ინფორმაციითვე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი დიღმის (აღმაშენებლის ქუჩის) მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930