გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: შევარდნაძის დროს პატიმრებს "კანონიერი ქურდები" აუპატიურებდნენ და ჩვენ ეს ქურდები გვერდზე გავწიეთ

15-12-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან ე.წ. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ გააკეთა, მსგავსი რამ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება.


სააკაშვილის განცხადებითვე, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ ციხეში მომხდარ ფაქტებზე გაცილებით მძაფრი რეაგირება მოახდინა.


"ამ კადრების გავრცელების შემდეგ ევროპარლამენტარებს ცოტა გაკვირვებული რეაქციები ჰქონდათ. იმიტომ, რომ ეს უბედურება ბევრ ქვეყანაში ხდება. ევროპაშიც ხდება და ამერიკაშიც. იქაც ყველგან ხალხს იჭერენ, როგორც ჩვენ დავიჭირეთ, მაგრამ ორი მინისტრი არსად გადამდგარა. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მგრძნობიარე ერი ვართ. ჩვენ ათჯერ უფრო მგრძნობიარეები ვართ, ვიდრე ალაბამას მოსახლეობა.


როდესაც მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ციხეებს მთლიანად ქურდები მართავდნენ. მე ამას ვაღიარებ. მაშინ ციხის ადმინისტრაცია შეიძლება ხელს არავის აკარებდა, მაგრამ ქურდისგან იღებდა ხელფასს, ქურდი სცემდა და ქურდი აუპატიურებდა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენ კი ეს ქურდები გვერდზე გავწიეთ" - განაცხადა სააკაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის კადრებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სადისტური რეჟიმი ამხილა.
გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებდნენ პატიმრებს ცოცხებით.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930