23-04-2018
ტაბულას ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას იმ კრიტიკას პასუხობს, სადაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი "ტაბულას" "ტელევიზიად ვერშემდგარ და ინტერნეტპორტალად ჩამოლაბორანტებულს" უწოდებს:
ეუფ...
ასე თუ წავიდა, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფს რუსთავი ორის დირექცია მიშას.
ანუ არ ვართ მიშას რუპორებიო.
P.S. სალომე უგულავა ბაღაშვილისგან როგორ უნდა გამეკეთებინა. ღმერთი კი არ ვარ?
ეგ ვისი რუპორებიც ხართ, იმას ჰგონია ღმერთი თავი".
მანამდე გვარამია წერდა:
"რ2ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში.
სინამდვილეში, ევსაქებს ხომ მხოლოდ ის ადარდებთ, რომ რ2 მათი არაა ექსკლუზიურად. თორემ ჩვენსავით სრულად და პოზიტიურად მათ არავინ არ აშუქებს საერთოდ. უბრალოდ, მთავარი წუხილი ისაა, მათ რატომ არ ვეძღვნებით სრულად და რატომ ვაარსებებთ ნიუსსტრიმში მიშა სააკაშვილს. ამაზე ღვრიან დუჟს, ვერ მიეჩვიენ რიგითები რომ არიან და მათზე მნიშვნელოვანიც ხდება რამე. ტაბულა უნდათ მოკლედ რ2ისგან და ამოყირავდნენ დარდით, რომ თამარ ბაღაშვილისგან სალომე უგულავა ვერ გააკეთეს ".