გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს

24-12-2020

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს. პროგრესი სერიოზულია, ამაში კერძო სექტორმაც სერიოზული მონაწილეობა მიიღო,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა გაგრძელდება იმ ფინანსური რესურსის რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერმა ფაროსანის პრობლემა აღარ იგრძნოს.

„თხილი, რომელიც ფაროსანამ უკიდურესად დააზიანა 2016-2019 წლების განმავლობაში, არის დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს, გურიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. თქვენ, თავად ბრძანეთ, რამხელა საექსპორტო შემოსავლებია დღეს რეგიონში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს. პროგრესი სერიოზულია, ამაში კერძო სექტორმაც სერიოზული მონაწილეობა მიიღო და ვიცი, სამინისტროც განწყობილია, რომ პროგრამა უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ ფინანსური რესურსის რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერმა ფაროსანის პრობლემა აღარ იგრძნოს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728