გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ხშირად ვსაუბრობთ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი

24-12-2020

როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვაზე ვსაუბრობთ, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, არის რაღაც საბაზისო მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო სექტორის და ბიუროკრატიის ეფექტური მუშაობა და კიდევ ბევრი რამ. ამის იქით ყველანაირი ღონისძიება უნდა იყოს აბსოლუტურად არაორდინალური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში ძალიან კარგი იყო.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში ძალიან კარგი იყო, ეს არ არის ჩემი შეფასება ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება. სწორედ ამის შედეგია, რომ დღესაც პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის პირობებში საერთაშორისო ოგანიზაციების შეფასებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონში არის ყველაზე მაღალი, სადღაც 5% უახლოვდება. ეს არის ის საბაზისო პირობები, თუ აქ ჩვენ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა ვერანაირი ინდივიდუალური მიდგომა და არაორდინალური ნაბიჯები ინვესტორების მოზიდვისთვის ვერ გვიშველის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ამ ბალანსის - ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი. მინიმალური ზიანი იმიტომ, რომ როგორც კი პანდემიის პრობლემა მსოფლიოში მოგვარდება მაშინ გამოჩნდება საბოლოო ჯამში პანდემიას, რომელი ქვეყანა გაუმკლავდა უფრო ეფექტურად. ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეაფასებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით. იმიტომ, რომ , როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება წამოვა ეკონომიკური კრიზისი. საბოლოო ჯამში წარმატებული ქვეყანა იქნება ის ქვეყანა, რომელმაც პანდემია ეპიდემიოლოგიურად სწორად მართა და ეკონომიკასაც მიაყენა მინიმალური ზიანი, რაც გამოჩნდება პოსტკოვიდური ეკონომიკური გლობალური კონკურენციის პირობებში და ჩვენ აქ, რაც უნდა გავაკეთოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ უნდა გაგვექცეს“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანას აქვს შეზღუდული ეკონომიკური და ფინანსური რესურსი და მთავრობის მიზანია, რომ ეს ფინანსური რესურსი იყოს თანაბრად და ეფექტურად გადანაწილებული.

„ბიუჯეტზე საუბარი, რომ იქნება ბევრი მაჟორიტარი მოითხოვს გზას, ზოგი კულტურის სახლის აშენებას, როგორც ახლა სპორტსმენებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა არსებობდა - ამას ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი აქვს და ეს ეკონომიკური ფასი პირდაპირ ითარგმნება იმაში, ქვეყანა პოსტკოვიდურ ეპოქაში ეკონომიკურად და ფინანსურად რა ფორმაში იქნება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი სოციალური მიზნობრივი დახმარების ღონისძიებები, ბევრად მეტი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა რა არის? ქვეყანას აქვს შეზღუდული ეკონომიკური და ფინანსური რესურსი და ეს ფინანსური რესურსი იყოს თანაბრად და ეფექტურად გადანაწილებული, მიზნობრივად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება. იმიტომ, რომ როდესაც ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყება იქ თითოეულ ლარს ექნება თავისი მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ინვესტორების მოზიდვაზე, საერთოდ არ იქნება საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საინტერესო ჩვენ თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა. ვალის მაჩვენებელი, დეფიციტის მაჩვენებელი - ეს ყველაფერი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და როდესაც ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად ჩვენი რეგიონის ინტერესი დავიცვათ ქვეყნის ინტერესიც არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ფისკალური პოლიტიკის ნაწილში გამკაცრებები მოგვიწევს. მესმის, რომ კარგია ბევრი შეღავათი, მაგრამ იქ სადაც ეს ფინანსური შეღავათები ეკონომიკურ ეფექტს არ გვაძლევენ უნდა გვეყოს სითამამე და ვთქვათ, რომ არა. ეს ეფექტურობა იმდენად დაბალია, რომ ამის გაგრძელებას დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში აზრი არ აქვს. შესაძლოა ერთი წლის წინ აზრი ჰქონოდა. რაც შეეხება გლობალურად დანარჩენს ქვეყნის პოსტკოვიდურ ეკონომიკურ აღდგენის ნაწილში საინვესტიციო სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, ამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და ვფიქრობ, რომ ერთ თვეში საკანონმდებლო დონეზე ინიციატივები გვექნება, რომ ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930