გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჭიჭინაძე: ჩემსა და არჩილს შორის ყველა კითხვა ამოწურულია

23-04-2018

პარლამენტარის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მასსა და არჩილ თალაკვაძეს შორის არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გავიარეთ ეს და ისტორიას ჩავაბარეთ, უკან მიბრუნება არ ღირს და დანარჩენი ქრონოლოგიურად, რა როგორ ხდებოდა ეს თქვენ უფრო შეგიძლიათ გაარკვიოთ, იმიტომ რომ ყველაფერი გაქვთ არქივში. ნუ ეძებთ სხვა დინებებს, რაც იყო ყველაფერი ზემოთ დევს. ჩემსა და არჩილს შორის კითხვები ამოწურულია. პასუხებიც გაცემული მაქვს.
ცალ-ცალკე კომენტარებს ვერ გავაკეთებთ. თუ არჩილს ექნება სურვილი ჩვენი შეთანხმების დარღვევისა, მოვილაპარაკებთ, ერთად დავარღვევთ ამ მოლაპარაკებას და მოგცემთ კომენტარს.
მე არ ვამბობ, რომ შეხედულება შევიცვალე, მე ყოველთვის ვცემდი პასუხს, თუ ისეთი კითხვები არაა დასმული, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. თუ იქნება პირობები და ისეთი საკითები, რომლებიც მიუღებელია, მე კომენტარის გაკეთებას არ მოვერიდები.
ნაწყენობა როგორ შეიძლება. ვისაც ეწყინა ცივი წყალი დალიოსო, ნათქვამია და ჯერ არ ცხელა ისე, რომ ცივი წყალი დავლიო“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930