გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე: ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ იძულებით დაშორიშორებულ საზოგადოებას

31-12-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს:

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!
ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ველით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს.

განსაკუთრებულად ვულოცავ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც პროფესიული თავგანწირვის და ადამიანური შესაძლებლობის რესურსების ზღვარზე გაიარეს.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ იძულებით დაშორიშორებულ საზოგადოებას, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის ნეგატიურ შედეგებს.

ჩვენი ვალია, ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზეისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები, ერთად დავძლიოთ არსებული გამოწვევები და წინ აღვუდგეთ საყოველთაო გათიშულობის მცდელობას.

ვისურვებდი, რომ 2021 წელი ყოფილიყოს, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის, ერთობის, ურთიერთგაგების და თანადგომის წელი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და აფხაზეთის საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს. მშვიდობის, სტაბილურობის და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის!"- ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930