გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო კონცერტი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა

2-01-2021

ახალი წლის ღამეს #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწო კონცერტი გაიმართა. წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ღონისძიებაში ჩართვის სურვილი 14-მა ხელოვანმა გამოთქვა და მათ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა სხვადასხვა ნომრებით მიულოცეს.

არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა საახალწლო თემაზე შესრულებული კომპოზიციები მოისმინეს, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, ბენდის თანხლებით აღნიშნავდნენ ხოლმე.

წელს კი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728