გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
პაოლო იაშვილი: თქვენ ყველა ბინძურები ხართ; მე ლექსებს იმიტომ ვკითხულობ, რომ პირში შემოგაფურთხოთ

23-04-2018

სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენლებს შორის საქართველოში, იმდენად დაძაბული მდგომარეობა იყო, რომ საქმე ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მიდიოდა.


1916 წელს გამოცემულ გაზეთ „სამშობლოს“ ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილია სწორედ ასეთი ფაქტის შესახებ, როდესაც ცნობილმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა საზოგადოებას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის გამოც ვითარება უკიდურესად დაძაბულა.


„ღამის 12 ს. იქნებოდა „საჩაიე კაფეში“ დიდძალი საზოგადოება იყო შეკრებილი. ფუტურისტი მგოსნები რაღაც მოურიდებელი სიამაყით გამოიყურებოდნენ. თურმე მოპატიჟებული ყოფილან. სრულიად მოულოდნელად პატივცემულმა თავადმა კიტა აბაშიძემ მოკლე სიტყვით მიმართა იქ დამსწრე საზოგადოებას და ახლად მოვლენილი ფუტურისტები დიდის ქებით მოიხსენია.


თავადმა საჯაროთ განაცხადა: „ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, როგორც ახალი მიმართულება შემოდის ლიტერატურაში, ძველი არსებული მიმართულება ბრძოლას უცხადებს ამ ახალ მოვლენას და საქმე იქამდე მიდის, რომ ძველი მიმართულება სასტიკად მარცხდება, და ახალი მოვლენა სავსებით იმარჯვებს ამ უკანასკნელზეო. ეხლაც ამას უნდა ველოდეთ, ეს ახალგაზდობა (მიუთითა პავლე იაშვილის კომპანიაზე) სავსებით გაიმარჯვებენ და მათი მოწინააღმდეგენი სასტიკად დამარცხდებითო. თავადის სიტყვებმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.


ჩვენი ცნობილი კრიტიკოსისაგან გათამამებულმა და სადღეისო „გმირმა“ ბ-ნმა პავლე (პაოლო) იაშვილმა სიტყვა წარმოსთქვა და მოისურვა დებატები გამართულიყო „ცისფერი ყანწების“ შესახებ. საზოგადოებამ არ შეიწყნარა „ფუტურისტ მგოსნის“ თხოვნა, რადგან უადგილოდ სცნო ამაზე სჯა-ბაასის გამართვა, რამაც დამსწრენი დიდად შეურაცხჰყო.


ამაზე ბ-ნ ზ. მ.-ნმა იაშვილს შენიშვნა მისცა. ჩვენი „ფუტურისტი“ არა საკადრისი სიტყვებით გაუმასპინძლდა მას. „ადვოკატებს პოეზიისა რა გაეგებათო“.
ბ-ნი იაშვილი იმდენად გაკადნიერდა, რომ მოურიდებლათ მოისურვა „ელენე დარიანის“ ლექსების საჯაროთ წაკითხვა, რომლის ნებაც საზოგადოებამ მას არ მისცა და აღშფოთებით შეეგება მის განზრახვას.


ამაზე იაშვილმა საზოგადოებას ასეთი სიტყვებით მიმართა რუსულად: „თქვენ ყველა ბინძურები ხართ, მე ლექსებს იმიტომ ვკითხულობ, რომ პირში შემოგაფურთხოთო“. ამ უზრდელობამ ასეთი წყნარი ყველაგან პატივცემული და მშვიდი ადამიანი, როგორიც არის ბ-ნ გრ. გ-ნიც-კი მოთმინებიდან გამოიყვანა და იაშვილს ჯოხი მოუღერა.


„კაფეში საშინელ აურზაური ასტყდა და კინაღამ მართლაც ფუტურისტული მუშტი კრივი არ გაიმართა, მაგრამ ისევ კიტამ დაიხსნა ჩვენი „ფუტურისტები“ გატყეპისაგან...“-წერს გაზეთი „სამშობლო“. (სტილი დაცულია)



NSP.GE ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930