გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის დეკემბერში 300-ლარიანი კომპენსაცია 120 ათასზე მეტმა პირმა მიიღო

8-01-2021

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდათ გასული წლის 28 ნოემბერს დაწესებული დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად, დეკემბერში გაიცა 36 მილიონ 122 ათასი ლარი და 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 120 ათასზე მეტმა პირმა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის იანვრიდან 6 თვე გაგრძელდება სოციალური პაკეტების მხარდაჭერა და 65-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით, 72 ათასი ოჯახი მიიღებს 100-ლარიან დახმარებას. 6 თვე გაგრძელდება 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, დაახლოებით, 24 ათასი ოჯახისთვის 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვით 100-ლარიანი დახმარება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2021 წელს ასევე, 100-ლარიან დახმარებაა გათვალისწინებული 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 6 თვის მანძილზე, საუბარია, დაახლოებით, 43 ათას პირზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930