გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

24-04-2018

 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო რუსეთთან კომპრომისულ ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე  არ დგამს.

ამის შესახებ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

„სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარია ზახაროვას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს.

„ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგებმა აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე. მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტური სპეკულაციების მიუხედავად ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“- განაცხადა ზახაროვამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930