გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოჰანეს ჰანი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კონკრეტულ მოსალოდნელ რეზულტატებზე შევთანხმდით, ახლა მნიშვნელოვანია მათი განხორციელების დაწყება

24-04-2018

ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად საქართველოს ეწვევა. 
ამის შესახებ ჰანიმ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კონკრეტულ მოსალოდნელ რეზულტატებზე შევთანხმდით. ახლა მნიშვნელოვანია მათი განხორციელების დაწყება. მაისში პრეზიდენტ იუნკერთან ერთად საქართველოში ჩამოვალ. ჩვენი ვიზიტი სავარაუდოდ სექტემბერშიც განმეორდება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დასავლურ კურსს.

ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც საქართველოს ევროპა სთავაზობს, იმისთვის რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის, მომავალი მოლაპარაკებებისთვის, საფუძველი შეიქმნას“-განაცხადა იოჰანეს ჰანიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930