გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებით მოდერნიზება მოხდება

11-01-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV ეთერში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

მან ყურადღება თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიან გეგმაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა იგეგმება.

„მიუხედავად პანდემიისა, ჯარისთვის გასული წელი იყო ძალიან წარმატებული. წელს გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები, როგორიც არის თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, დრონების, არტილერიის მიმართულება და ა.შ. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც ახლა შევიმუშავეთ. ამ მიმართულებების გაძლიერებაზე ვიწყებთ მუშაობას, ვგეგმავთ მთელი შეიარაღებული ძალების სისტემების სრულ მოდერნიზებას ნატოს სტანდარტებით”, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემის დასასრულს აღნიშნა, რომ ქვეყანაში იქნება კიდევ უფრო მეტი წინსვლა, პროგრესი და განვითარება: „დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერ მინისტრი ეფექტიანი მთავრობით, პარლამენტი, ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები, უკვე ახალი პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, პირიქით, იქნება მეტი წინსვლა, პროგრესი და განვითარება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930