12-01-2021
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატი ირაკლი კობახიძე, რომელიც შესაძლოა პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდეს, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში იმბეცილის (imbecillus- გონებასუსტი ადამიანი რედ.) ეპითეტით მოიხსენია.
"ვიღაც იმბეცილი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა ქართული საზოგადოების დაცინვაა" - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა იმიტომ, რომ შავი საქმეებია საკეთებელი და ამ შავ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.
მეცენატმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობის შეწყვეტის შესახებ განცხადება 11 იანვარს გააკეთა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.