გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს შეხვდა

24-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რეპუბლიკაში გრძელდება.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად,  ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალურ კომისარს, ლინას პერნავასს შეხვდა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, ეფექტიანად ხორციელდება და ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებების შესაძლებლობების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოწმეთა დაცვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საექსპერტო –კრიმინალისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები.

 

ქართული დელეგაციისთვის  ლიტვის პოლიციის დეპარტამენტში პოლიციის ახალი მანქანების  პრეზენტაციაც მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვის კრიმინალურ პოლიციას და  ექსპერტიზის ცენტრსაც ეწვია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031