გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-04-2018

თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, V, VII მიკრორაიონების, ვარდის მოედნის, ავლაბრის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, ერისთავის, დმანისის, წყაროთუბნის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, შარდენის, ბელინსკის, ჭოველიძის, კერესელიძის, გუნიას, გოგებაშვილის, ჯანაშიას, ბარნოვის, თარხნიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, მილორავას, ნათია ბაშალეიშვილის, გუდაურის, თერგის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, ლარეხის, მნათობის, მამარდაშვილის, ნორიოს, საქარის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, ყირიმის, კიკვიძის, თეთნულდის, პეტრიაშვილის, შანიძის და გალის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


12 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების, 13 საათიდან 14 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების, 10 საათიდან 17 საათამდე დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე კი გურამიშვილის გამზირის, დადიანის, გვაზაურის, ღრმაღელეს, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, მექანიზაციის, იმერეთის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930