გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი: ესპანეთი ძალიან მალე გააჟღერებს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმას“, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით

18-01-2021

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები, სადაც ესპანეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა მხარი დაუჭიროს ვაქცინის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

„მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა“ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ.“-განაცხადა არანჩა გონზალეს ლაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პანდემიის კრიზისის ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ესპანეთმა გამოთქვა დაინტერესება განავითაროს თანამშრომლობა და სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის მიმართულებით.

"ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა“ -განაცხადა ესპანეთის ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრმა არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროში მიმდინარე მოვლენები მრავალმხრივი ფორმატების კუთხით, ქალთა უფლებების საკითხები და ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ორი ქვეყანა 2021 წელს ერთობლივად მუშაობას გააგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930