გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის დელეგაცია გამოცდილების გაზიარების მიზნით სლოვენიაში შეხვედრებს განაგრძობს

25-04-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, სლოვენიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.


ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: სლოვენიის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტთან და ვიცე- პრეზიდენტთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, სადისციპლინო სასამართლოს პრეზიდენტთან, სლოვენიის მოსამართლეთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარესთან და ევროკავშირის პროექტის საერთაშორისო ექსპერტთან.


დელეგაციის წევრები გაეცნენ სლოვენიის მართლმსაჯულების სისტემას და სლოვენიის სასამართლო რეფორმას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ჭრილში, ასევე, კანონს მართლმსაჯულების საბჭოს შესახებ, მართლმსაჯულების საბჭოს ძირითად ფუნქციებს, ეთიკის და მიუკერძოებლობის (integrity) კომისიის საქმიანობას და მოსამართლეთა ეთიკის კოდექსს.


შეხვედრებზე საუბარი გაიმართა: სლოვენიის სასამართლო სისტემის წინაშე მდგარ სტრატეგიულ გამოწვევებზე, მოსამართლეთა დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე, სამოსამართლო სწავლების ადმინისტრირებაზე, დისციპლინარულ სამართალწარმოებაზე და პარლამენტის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე.


ვიზიტის მიზანია სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა და ასევე. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოს შესაბამისი გამოცდილების გაზიარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031