გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა

23-01-2021

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, დ.ფ.-სთან და ხ.ე.-სთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა ჯ.ა.-მ, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა დ.ფ.-ს და ხ.ე.-ს განზრახ მკვლელობა. ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე.-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2021 წლის 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით დღეს, 23 იანვარს წარედგინა. ჯ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930