25-01-2021
წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი.
„ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.