26-01-2021
ონის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) ფარგლებში დაგეგმილი პროექტი ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ქალაქ ონის შემოსასვლელთან არსებული კედლის მოხატვა, სეზონური დეკორატიული პავილიონიების, ტურისტული აბრების, ბილიკებისა და ხიდებზე დეკორატიული განათებისა და საყვავილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.
შემსრულებელი შპს მ.პ.ტ. ღირებულება 27234 ლარი.
პროექტი განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II” პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოები და სამუშაოთა გეგმა-გრაფიკი იყო შეხვედრის მთავარი თემა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში,რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერსა დავით ჩიკვაიძესა და შემსრულებელ მეწარმეს შორის გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები.