27-01-2021
გავლენიანი ამერიკული გამოცემა forbes საქართველოში 2012 წელს გახმაურებულ ციხის სკანდალურ კადრებს სტატიას უძღვნის და წერს, რომ სააკაშვილის მიერ აღნიშნულის გამო ბრალის რამდენიმე ჩინოვნიკზე გადატანა და ასევე, სკანდალის ფაბრიკაციაში ანონიმური "უცხოელი აგენტების" ძებნა შესაფერისი საქციელი არ არის:
"ქვეყანა ქაოსთან მიახლოებული ვითარებაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ვიდეოკადრების სერია გამოჩნდა, სადაც ასახულია, თუ როგორ სასტიკად სცემენ და აუპატიურებენ პატიმრებს ციხის მცველები ხელკეტებისა და ცოცხების საშუალებით.
ამან, გასაგები მიზეზების გამო ქართველი საზოგადოება განარისხა, მიხეილ სააკაშვილმა კი მათ ჩვეულ სტილში უპასუხა და თანამდებობიდან გადააყენა რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის "განტევების ვაცი" და იქვე შავბნელი პროგნოზი გააკეთა იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი რუსული შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანიც ქართული რეფორმებისთვის ძირის გამოთხრაა.
სამართლიანი იქნება ითქვას, რომ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, ბრალის რამდენიმე ჩინოვნიკზე გადატანა, ასევე, ანონიმური "უცხოელი აგენტების" დადანაშაულება სკანდალის ფაბრიკაციაში - დემოკრატი რეფორმატორისთვის შეუფერებელი საქციელია.
ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვიცავდით დემოკრატიას ვლადიმერ პუტინის თავდასხმებისგან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილე ზნეობრივი თვალსაზრისით გაცილებით რთული და არაერთგვაროვანია, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, სარგებლობდა რა ჩვენი მხარდაჭერით, ფარულად ამაზრზენ საქციელს სჩადიოდა.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივებათ რომელიმე ქვეყანას იმდენად, რომ მისი მისამართით კრიტიკა ერთგვარ ღალატად ითვლებოდეს" - დასძენს გამოცემა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით