28-01-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის და ბესიკის(ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი მთაწმინდის, მესხის, ყიფიანის, ვეძინის და რიწის (ნაწილობრივ)ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ფანჯიკიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა.