გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: პარლამენტში ძალით ვერავის შევიყვანთ, თუ არ შემოვლენ ქუჩაში დარჩებიან

28-01-2021

"ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვმსჯელობთ და ამ მსჯელობის ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ის, თუ როგორ განვმუხტოთ ქვეყანაში არსებული ვითარება, თუმცა ამ ვითარებას კლასიკური გაგებით პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევდი" - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა "ტვ პალიტრას" ეთერში გააკეთა.

"ეს რა თქმა უნდა, გარკვეულწილად კრიზისია, მაგრამ კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი არის ის, როდესაც არჩევნები ტარდება და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უმრავლესობა, მთავრობას ვერ ირჩევს და ქვეყანა ქმედუუნარო ხდება. დღეს ჩვენ ქვეყანაში ასეთი ვითარება არა გვაქვს.

ამიტომაც, თუ ოპოზიცია გახდება პასუხისმგებლიანი, პატივს სცემს თავისი ამომრჩევლის ნებას რაც თუნდაც იგივე ენ დი აი-ს კვლევაში გამოიხატა და შემოვა პარლამენტში, ეს გაცილებით უკეთესი იქნება, ხოლო თუ არ შემოვა, ქუჩაში დარჩებიან და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ძალით ვერავის ვერ შემოვიყვანთ.

მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, მათ თებერვლამდე დაფიქრების დრო აქვთ და ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება თებერვალში მიღებული. ყოველ შემთხვევაში მათ დრო აქვთ და მათი გადასაწყვეტია.

იმის გამო კი, რომ ისინი უპასუხისმგებლოები არიან, იმის გამო, რომ მათ ძალაუფლება უნდათ და მეტი არაფერი, ჩვენ ყოველ ჯერზე არჩევნები ვატაროთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოინდომებენ, ეს ბუნებრივია, ვერ მოხდება" - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930