გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ბრიუსელში უკრაინელ კოლეგას შეხვდა

29-01-2021

რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ-პოლკოვნიკ რუსლან ხომჩაკთან საუბრისას საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის მრავალწლიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სამხედრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

გენერლებმა უკანასკნელ წლებში ორმხრივი თანამშრომლობის ჭრილში ასევე ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლების მიმართულებასა და წეროვანში „მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში“ უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო კურსებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930