30-01-2021
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რომელიც მან 2012 წლის გაზაფხულზე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ექსპრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსეთისთვის ყველაზე სასურველი ხელისუფალია:
"რა თქმა უნდა, სააკაშვილი რუსეთისთვის ყველაზე მისაღები ხელისუფლალია. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილის რეჟიმს რუსეთი აფინანსებდა. გაიხსენეთ, ვინ არიან ძმები შარანგიები, ზურაბ წერეთელი... ესენი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები არიან და კრემლის თანხმობის გარეშე საქართველოში მილიონებს ჩადებდნენ?
ხომ არ დაგავიწყდათ, რომ "ვარდების რევოლუციის" მოსაწყობად ნაღდი ფული რუსეთიდან მოდიოდა? ხომ არ დაგავიწყდათ, რომსააკაშვილის გახელისუფლებაში რუსეთში მოღვაწე "კანონიერი ქურდები" აქტიურად მონაწილეობდნენ? რა, ეს კრემლის თანხმობის გარეშე მოხდა? "ვარდების რევოლუციის" მოსაწყობად "კანონიერმა ქურდებმა" სააკაშვილს მრავალმილიონიანი "ობშიაკი" შეუკრიბეს" - განაცხადა ნათელაშვილმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით