გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Star» (თურქეთი): აქცია თბილისში, თურქეთის საელჩოსთან

25-04-2018

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა, რომლის დროსაც საომხური ტერორისტული ორგანიზაციის „ასალას“-ს მიერ მოკლული თურქი დიპლომატების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მცხოვრებმა თურქებმა და აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. აქცია ერთგვარი გამოხმაურება იყო იმისა, რაც წინა დღეს საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გააკეთეს - მათ კვლავ აღნიშნეს 1915 წელს მომხდარი მოვლენების მორიგი იუბილე.


საელჩოს წინ გამართულ აქციას დაესწრო საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანიც, რომლის თქმით, სომხების მიერ აღნიშნული 1915 წლის მოვლენები აგებულია სიცრუეზე და ასეთი მოქმედების მიზანს სიტუაციის გამწვავება წარმოადგენს. „სომხეთი ყოველწლიურად იმეორებს ამ სიცრუეს. თურქი ხალხი ამაყია და ამას არასდროს შეურიგდება“, - განაცხადა ელჩმა.


აქციას დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც ესწრებოდა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი არ აღიარებს ე.წ. „სომხების გენოციდს“. „სომხები საქართველოს დედაქალაქში უსირცხვილოდ აწყობენ ასი წლის წინათ ვითომდა მომხდარი ამბების აღსანიშნავ აქციას. მე კი მინდა მათ შევახსენო ყარაბაღში 25 წლის წინათ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, რომლის შედეგად ათასობით ახალგაზრდა, ჩვენი დები და ძმები, ჩვენი ბავშვები დაიღუპნენ“.


„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ 1915 წლის ამბების შესასწავლად ბიბლიოთეკებისა და არქივების კარი ღიაა სომხებისათვის, მაგრამ მათთვის უმჯობესია საკუთარი თავი უდანაშაულო მსხვერპლად წარმოადგინონ“, - თქვა დეპუტატმა.


საელჩოს წინ გამოფენილი იყო იმ თურქი დიპლომატების ფოტოები, რომლებიც სომეხი ტერორისტების ხელით დაიღუპნენ. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქციის დროს ხელში ეჭირათ თურქეთის დროშები და ლოზუნგები წარწერებით „გაუმარჯოს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობას!“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930