გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
რატომ გაშალეს იმ ბინაში ნარდი, რაულმა ხომ ნარდის თამაში არ იცოდა - იაშარ უსუპოვი შვილის სიცოცხლის ბოლო დღეს იხსენებს

1-02-2021

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ჟვანისათან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა, იაშარ უსუპოვი გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში თავისი შვილის სიცოცხლის ბოლო დღეს იხსენებს და აცხადებს, რომ როგორც ზურაბ ჟვანია, ასევე მისი შვილიც მოკლულები არიან:


"ჩემი შვილი და ზურაბ ჟვანია გაზით კი არ გაიგუდნენ, სხვაგან მოკლეს და მერე გვამები საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს.


პრემიერ-მინისტრი იმ სახლში იმ "კალბასს" შეჭამდა? რატომ გაშალეს იქ ნარდი, რაულმა ხომ ნარდის თამაში არ იცოდა? საქმე იმაშია, რომ იმათ, ვისაც ზურაბ ჟვანიას მოშორება უნდოდა, მოიშორეს და რაულიც ზედ მიაყოლეს.


ჟვანიას პირადად არ ვიცნობდი. წინა საღამოს, მკვლელობამდე, რაული აქ იყო. დილით თქვა, უნდა წავიდე, სამსახურში ბევრი საქმე მაქვსო. დავკოცნე, მალე ჩამოდი-მეთქი და წავიდა.


ლილოს ბაზარში შეუვლია, იქ ჩვენებური ბიჭები შეხვედრიან და ერთად პურის საჭმელად დამსხდარან. სწორედ ამ დროს მისთვის ტელეფონზე დაურეკავთ, ვიღაცასთან დიდხანს ულაპარაკია, მერე უთქვამს - ბიჭებო, მირეკავენ, ჟვანია უნდა ვნახოო და წასულა.


იმ საღამოს იმ ბიჭებმაც ურეკეს ტელეფონზე, მაგრამ აღარ უპასუხია, ჩვენც ვურეკავდით, მაგრამ ვერც ჩვენ გავიგეთ სად იყო. გათენდა და გამოაცხადეს, რომ რაული და ჟვანია გარდაიცვალნენო. გამოხტა მერაბიშვილი და, გაზით გაიგუდნენო - კი არ გაიგუდნენ, მოკლეს" - განაცხადა იაშარ უსუპოვმა.


p.s. ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალებიდან 16 წელი სრულდება.


p.p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031